მე-2 და მე-4 სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს უფრო მეტი ალბათობით გაუმწვავდებათ Covid-19.
ორი სტატია გამოქვეყნდა ჟუნრალში Blood Advances და მათში ნათქვამია, რომ AB0 სისტემის პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ხალხს უნფრო ნაკლები რისკი აქვთ დაავადდნენ კორონავირუსით და ნაკლები შანსი აქვთ გაურთულეთ ავადმყოფობა.
პირველ ნაშრომში მკვლევარებმა შეადარეს Covid-19-ზე დატესტირებული 473 000 პაციენტის რეესტრის მონაცემები 2.2 მილიონიან საკონტროლო ჯგუფს საერთო პოპულაციიდან. მათ შორის საგრძნობლად ცოტაა ადამიანები I (0) ჯგუფის სისხლით ვიდრე სხვა დანარჩენი ჯგუფის წარმომადგენლები.
თუ დანიის პოპულაციაში პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები 42% შეადგენს, კოვიდით დაავადებულებს შორის მათი წილი 38%-ია, რაც სტატისტიკურად ძალიან მნიშნვნელოვანია.
მეცნიერებმა ასაევე გაითვალისწინეს პაიენტების რასობრივი კუთვნილება, რადგანაც სისხლის ჯგუფების ვარიაციები განსხვავებულია ეთნიკური ჯგიფების მიხედვით. “დანია პატარა, ეთნიკურად ერთფეროვანი ქვეყანაა ჯანდაცვის საზოგადოებრივი სისტემით და ლაბორატორიული მონაცემებსი ერთიანი ბაზით, – ამბობს ერთ-ერთი ნაშრომის ავტორი ტორბენ ბარინგტონი. – რაც ჩვენს დაკსვნებს უფრო ამყარებს”.
მეორე კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები II(A) და VI (AB) ჯგუფებიდან უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში. ნაშრომის ავტორებმა შეისწავლეს 95-მდე მძიმე პაციენტი, რომლებიც კანადაში იყვნენ ჰოსპიტალიზირებული.
აღმოჩნდა, რომ II და IV ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებს უფრო ხშირად დაჭირდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ასევე ამ ჯგუფის პაციენტების დიდ ნაწილს დაჭირდა დიალიზის პროცედურებიც თირკმლების უკმარისობის სამკურნალოდ.
საერთო ჯამში შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ II და IV ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ გარკვეული ორგანოების დისფუნქციის ან ღალატის რისკი Covid-19-ის გამო ვიდრე პაციენტებს პირველი და მესამე ჯგუფიდან.