Project Latte საშუალებას მისცემს დეველოპერებს Windows 10-ზე გაუშვან Android აპლიკაციები კოდში ცვლილებების გარეშე, უბრალოდ მათი MSIX გარსში შეფუთვით და Microsoft Store-ში გამოქვეყნებით. პროექტის წარდგენა ჭორების თანახმად უკვე მომავალ წელს არის დაგეგმილი.
წარსულში კომპანია უკვე ცდილობდა Android-ის აპლიკაციები Windows-ში პროექტი Astoria-ს საშუალებით, თუმცა წარუმატებლად.
Project Latte დაფუძნებული იქენბა Windows Subsystem For Linux (WSL) ტექნოლოგიაზე. ძალიან მალე WSL-ში გრაფიკული შესაძლებლობების მხარდაჭერა გამოჩნდება, ასევე იქნება GPU-ს აპარატული ამაჩქარებლის ფუნქციების ჩართვაც Linux აპლიკაციებისთვის.
Android აპლიკაციები Windows 10-ში ძალიან მსუბუქი WSL ვირტუალური მანქანით იმუშავებენ, თუმცა ამისთვის Android-ის გარკვეული პორტირება უნდა მოხდეს.
Google Play სერვისების მხარდაჭერა სავარაუდოდ არ იქნება გათვალიწინებული, რადგანაც ლიცენზიის თანახმად ის მხოლოდ Android და Chrome მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი. დეველოპერებს ასევე მოუწევთ Play Services API-ს მოცილება თავიანთი აპლიკაციებსითვის სანამ მათ Microsoft Store-ში განათავსებენ.
თუ Project Latte-ს რელიზს საერთოდ ვიხილავთ საინტერესო იქნება, რომელი აპლიკაციები გამოვა Windows 10-ისთვის, რადგანაც მათი უმრავლესობა სმარფოენბის ეკრანისთვის არის ოპტიმიზებული და სამაგიდო მოხმარებისთვის არ ვარგა.
ბოლო წლების განმავლობაში Microsoft-მა მკვეთრად გადაუხვია წინა კურსს და Windows 10-ზე თეითივ აპლიკაციების გარდა სურს იხილოს სხვა პოლატფორმებიდან პორტირებული პროდუქტებიც. ახლა კომპანია მხარს უჭერს მთელ რიგ ფორმატებს როგორიცაა: PWA,UWP, Win32, Linux (WSL) და ახლა უკვე Android-აპლიკაციების პერსპექტივა განიხილება.
თუ მაიკროსოფტი არ მიატოვებს Project Latte-ს განხორციელებას, Windows რეალურად უნივერსალური საოპერაციო სისტემა გახდება მომავალი წლის საშემოდგომო რელიზისათვის.