გუშინ 19 აგვისტოს Tesla AI Day ღონისძიებაზე ელონ მასკმა ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნის პროექტი წარმოადგინა, რომლის პროტოტიპიც 2022 წელს გამოვა. ეს იქნება ადამიანის კომპანიონი-ასისტენტი, რომელიც ყოველდღიურ საქმეებს გაუმარტივებს ადამიანს. მისი პირველი ვერსია ვერ შეძლებს საწარმოოებში მუშაობას გარკვეული შეზღუდვების გამო. რობოტი სასარგებლო ამოცანებს ხელოვნული ინტელექტის საშუალებით ისწავლის სახლის ან ქუჩის გარემოში და ამავდროულად თავის თავზე აიღებს საშიშ განმეორებად და მოსაწყენ ამოცანებს, როგორიცაა კატის დაჭერა, მაღაზიაში სიარული, კურიერთან შეხვედრა და ა.შ.

მასკმა პროექტის კოდური დასახელება “ოპტიმუსი” გაახმოვანა. მისი ელექტრონიკა იმუშავებს იგივე სენსორებზე და ჩიპებზე, რომლებიც მისი კომპანიის ავტომობილებში უსაფრთხო ტარებისთვის გამოიყენება.


მასკის აღწერით რობოტის პირველი ვერსია 176 სანტიმეტრი იქნება, ხოლო წონა 58 კგ. დეველოპერები შეზღუდავენ მექანიზმებს იმდენად, რომ ნებიმიერი ადამინი შეძლებს მის შეჩერებას ფიზიკური კონტაქტისას ან მისგან გაქცევას. ბოტისთვის მაქსიმალური სირბილის სიჩქარე 8 კმ/სთ-ით იქქნება შეზღუდული.

გარემოზე რეაგირების მთავარი სისტემა კამერებისა და სენსორების სახით რობოტის თავში იქნება განთავსებული, ხოლო მისი ავტონომიური კომპიუტერი Dojo და აკუმლატორები ტანში. Tesla Bot-ის მონაცემებში მითითებულია, რომ ის შეძლებს 20 კილოგრამამდე ტვირთის გადატანას და 68 კილოგრამამდე აწევას. რობოტს სახის ნაცვლად ეკრანი ექნება.

ღონისძიების ვიდეო:

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი