14 სექტემბერს Apple-ის პრეზენტაციაზე წარმოადგინეს:

  • ოთხი iPhone 13
  • iPad 9 და iPad mini;
  • Apple Watch Series 7;

iPhone 13-ის სიახლეები

პრეზენტაციაზე iPhone 13-ის ოთხი ახალი მოდელი წარმოადგინეს: iPhone 13, Mini, Pro და Pro Max. ვერ ვირტვით იმას, რომ მოდელები ძლიერ განსხავავდებიან წინა თაობისგან, მაგრამ შესამჩნევია Pro მოდელებში კამერის მოდული სიგანეში გაიზარდა და უკანა პანელის ნახევარს იკავებს.

“კუნძული” არ მოშორდა, თუმცა შემცირდა 20%-ით. ოდნავ შეიცვალა კამერების განლაგება საბაზისო ვერსიებში და დიაგონალური გახდა.

დაემატა ორი ახალი ფერი: ლურჯიდა ვარდისფერი. ჯამში საბაზისო მოდელები ხელმისაწვდომია ხუთ ფერში: შავი, თეთრი, მუქი-ლურჯი, წითელი და ვარდისფერი.

Pro ვერსიაში წარმოდგენილია ოთხი ვერიანტი: გრაფიტის, ვარდისფერი, ვერცხლიფერი და ციფერი. ასევე Pro ვერსიების კანტები უჟანგავი ფოლადისგანაა გაკეთებული.

iPhone 13 და iPad 13 mini

უმთავრესი სიახლეები:

  • “კუნძული” 20%-ით შემცირდა;
  • ექვსბირთვიანი ჩიპი A15 (CPU – 50%-ით სწრაფი და GPU – 30%-ით სწრაფი)
  • გაზრდილი აკუმლატორი – ახლა სმარტფონი 1,5 საათით მეტ ხანს მუშაობს ერთი მუხტით.
  • კამერა კინო ეფექტით ვიდეოსთვის – განსხვავებული ხედების ფოკუსის სწრაფი გადართვა. თუ ადამიანი კამერას უყურებს ის მასზე ფოკუსირდება. როცა მოაშორებს თვალს კამერა სხვა სახეზე გადადის;
  • ახალი OLED-ეკრანი, 28%-ით უფრო კაშკაშა;
  • მეხსიერების მინიმალური მოცულობა 128 გიგაბატი;
  • ერთდროულად 2 eSIM ბარათის მხარდაჭეერა;
  • გაზრდილი ობიექტივები და გაუმჯობესებული სტაბილიზაცია;
კინო ეფექტის რეჟიმი სადაც მომხმარებელს შეუძლია ფოკუსის გადართვა ერთი პერსონაჟიდან მეორეზე

iPhone Mini-ს საწყისი ფასი $699 იქნება, ხოლო iPhone 13 $799 ეღირება. წინასწარი შეკვეთები 22 სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო სმარტფონების ყიდვა 24 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი.

iPhone 13 Pro და Pro Max

Pro ვერსიების სიახლეები:

  • განახლდა ეკრანები და მათი სიკაშკაშე 1000 ნიტია, ხოლო განახლების სიხშირე 120 ჰერცი;
  • სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება ეკრანის სიხშირე. კითხვისას მისი სიხშირე 10 ჰერცამდეც კი შეიძლება დაიწიოს, სისტემასთან მუშაობისას 60 ჰერცი ხდება, ხოლო თამაშებში 120 ჰერცამდე იზრდება;
  • 1 ტერაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება.
  • გაზრდილი აკუმლატორი – ახლა Pro Max ერთი დამუხტვით 2,5 საათით მეტს იმუშავებს ვიდრე 12 Pro Max;
  • გაუმჯობესდა კამერები. სამმაგი ოპიკური ზუმი და 77 მილიმეტრი ფოკუსური მანძილი, არის მაკრო გადაღების მხარდაჭერა;
  • მაკრო ვიდეო, შენელებით და თაიმლაპსით;
  • მთავარი მოდული 92%-ით მეტ შუქს აღიქვამს;
  • Pro ვერსიას 6,1 ხოლო Pro Max ვერსიას 6,7 დიუმიანი ეკრანი.
  • კამერები კინო ეფექტით ვიდეოს გადაღებისას;
  • ვიდეოს 4K ProRes ფორმატში ჩაწერა;
  • ერთდროულად 2 eSIM ბარათის მხარდაჭერა;

დიდი აქცენტი გაკეთდა კამერების ახალ შესაძლებლობებზე. გვპირდებიან, რომ მათზე შეიძლება სრულყოფილი ფილმის გადაღება. ასევე სასიამოვნოა მაკრო გადაღების მხარდაჭერაც.

Pro ვერსიის საწყისი ფასი $999 დოლარი იქნება, ხოლო Pro Max ვერსია $1099 დაიწყება. წინასწარი შეკვეთები და გაყიდვები შესაბამისად 22 და 24 სექტემბერს დაიწყება.

ახალი ბიუჯეტური iPad 9

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ბიუჯეტური iPad 9, რომელშიც შენარჩუნდა მსხვილი ჩარჩოები ეკრანის გარშემო და აქვს მრგვალი Home ღილაკი. ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: კოსმიური ნაცრისფერი და ვერცხლიფერი. საბაზისო მოდელის მონაცემებია:

  • ახალი პროცესორი – A13 Bionic (გამოიყენებოდა iPhone 11-ში);
  • 12-მეგაპიქსელიანი სენსორი ფართოკუთხოვანი ობიექტივით და 122 გრადუსიანი გაშლილობით.
  • Apple Pencil-ის, Smart Keyboard-ისა და სხვა მწარმოებლების აქსესუარების მხარდაჭერა;
  • ფუნქცია “ყურადღების ცენტრში”, რომელიც ავტომატურად ადევნებს თვალს მომხმარებელს და ის მუდმივად ფოკუსშია;
  • 10,2 დიუმიანი Retina ეკრანი TrueTone ფუნქციით;
  • 20%-ით გაზრდილი წარმადობა;
  • ჩაშენებული მეხსიერება საბაზისო ვერსიაში 64 გიგაბაიტია, მაქსიმალური კი 256 გბ.
  • ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი Wifi და Wifi+Cellular;
  • iPadOS 15 საოპერაციო სისტემა.

გაჯეტის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია და ის 329$ ღირს.

მე-6 თაობის iPad mini

განახლებული iPad mini-ს მთავარი სიახლეა iPhone 13-ის პროცესორი A15 და ის, რომ მას არ აქვს Home ღილაკი. გარდა ამისა მას iPad Air-ის შესაძლებლობები ექნება.

ტექნიკური მონაცემები:

  • მე-2 თაობის Apple Pencil-ის მხარდაჭერა;
  • Liquid Retina ეკრანი, 8,3 დიუმზე 500 ნიტი სიკაშკაშით;
  • USB-C-ის მხარდაჭერა;
  • ოთხი ფერი: ვარდისფერი, “მოკაშკაშე ვარსკვლავი”, იისფერი და “მუქი კოსმოსი”
  • 5G ქსელების მხარდაჭერა;
  • განახლდა მთავარიკამერა – 12 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი სენსორი, f/1,8;
  • ვიდეო 4K ხარისხვში გადაღება;
  • გაუმჯობესებული წინა კამერა ფართოკუთხოვან ფორმატში 120 გრადუსიანი გაშლილობით;
  • სტერეო დინამიკები;
  • ჩაშენებული მეხსიერება: 64 გბ. და 256 გბ.;
  • Touch ID სკანერი ჩართვის ღილაკში.

Apple Watch Series 7

პრეზენტაციაზე ასევე წარმოადგინეს Apple Watch Series 7, რომლის დიზაინი ძირეულად არ შეცვლია, მაგრამ გაიზარდა ეკრანის ზომა და დაემატა ძალიან სასიამოვნო ფუნქციები. მათ შორისაა:

  • ახალი ციფერბლატები და ეკრანული QWERTY კლავიატურა (დიახ, ახლა უკვე საათზეც არის სრულფასოვანი კლავიატურა);
  • ჩარჩოები 40%-ით შემცირდა;
  • ერთი დამუხტვით გაჯეტი 18 საათს იმუშავებს;
  • ახალი მყარი შუშა, რომელიც უფრო კარგად დაიცავს საათს ნაკაწრებისგან;
  • წყლისა და მტვრისაგან დაცვა გუმჯობესდა (IP6X და WR50);
  • ეკრანის სიკაშკაშე 70%-ით გაიზარდა;
  • განახლდა სწრაფი დამუხტვა (0-დან 80%-მდე გაჯეტი 45 წუთში დაიმუხტება);
  • ალუმინის კორპუსი და 5 ფერის არჩევანი: “მოკაშკაშე ვარსკვლავი”, ლურჯი, მწვანე, წითელი და “ბნელი ღამე”;
  • Fitness+ ხელმისაწვდომი იქნება 15 ახალ ქვეყანაში.

გაჯეტის საწყისი ფაი 399$ იქნება, მაგრამ უცნობია თუ როდის დაიწყება გაყიდვები. გაყიდვაში დარჩება Series 3 და SE მოდელებიც.

პრეზენტაციის სრული ვიდეო ჩანაწერი:

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი