კონტენტზე გადასვლა
Google Pixel 6 – 19 ოქტომბერს გამოვა

Google Pixel 6 – 19 ოქტომბერს გამოვა

დავით მაჭახელიძე · 1 წთ საკითხავი

როგორც იქნა ცნობილი გახდა Pixel 6 სმარტფონის გამოსვლის ოფიციალური თარიღი. პრეზენტაცია 19 ოქტომბერს 21 საათზეა დაგეგმილი.

კომპანიამ ამის შესახებ Twitter-ში შეატყობინა მსოფლიოს. საინტერესოა, რომ ანონსზე წარწერაა Pixel Fall Launch, რაც პიქსელის საშემოდგომო გაშვებას ნიშნავს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში გაშვებები სხვა სეზონებშიც ვიხილოთ.

ყველაზე საინტერესოა მინი-საიტი, რომელიც კომპანიამ ანონსისთვის მოამზადა. Space-ზე დაჭერით შესაძლებელია სხვა და სხვა რეჟიმებში გადასვლა, რითაც Material You სამომხმარებლო ინტერფეისის თავისებურებებს შეგიძლიათ გაეცნოთ.

მოწყობილობები ხელმისაწვდომი შესაძლოა უკვე 28 ოქტომბრიდან გახდეს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!