Google-მა ახალი Pixel სმარტფონები წარმოადგინა, რომელიც საკუთარ Tensor ჩიპებზეა დაფუძნებული. კომპანიამ ონლაინ პრეზენტაციაში სიახლეების შესახებ უფრო მეტი დეტალი წარმოადგინა.
Pixel 6 Pro-ს აქვს ნაპირებზე ოდნავ მომრგვალებული ეკრანი 6.7 დიუმი დიაგონალით და 120 ჰც. განახლების სიხშირით. სამი კამერა უკანა პანელზე: ფართოკუთხოვანი, ზეფართოკუთხოვანი და ტელეფოტო ოთხმაგი ოპტიკური ზუმით.
Pixel 6 – ეკრანი 6.4 დიუმია და მისი განახლების სიხშირე 90 ჰერცია. ორივე სმარტფონი Android 12 საოპერაციო სისტემით იმართება. ეკრანში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდების სკანერი და არის Always On Display ტექნოლოგია.
სმარტფონების უმთავრეის მახასიათებელი კომპანიის საკუთარი წარმოების Tensor პროცესორია, რომელზეც Google-ის ინჟინრები ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მისი საშუალებით ხდება საუბრის ამოცნობა, რომელსაც კომპანია საუკეთესოდ მიიჩნევს საკუთარ სმარტფონებში.
ეკრანი დაზიანებისგან დაცულია Gorilla Glass Victus, რომელიც ასევე წყლისგან, მტვრისგან და ნაკაწრებისგან იცავს ზედაპირს. მოწყობილობა Android-ის განახლებებს 5 წლის განმავლობაში მიიღებს.
სმარტფონების ღირებულებაა $599 – Pixel 6 და $899 Pixel 6 Pro.
სამწუხაროდ საქართველოში Google-ის მოწყობილობები ოფიციალურად არ იყიდება.
პრეზენტაცია სრულად: