ელკორის ჰოლდინგმა VMware, Inc.-თან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ოფიციალური სტატუსი – «Aggregator» – მიიღო.

 VMware, Inc. პროგრამული უზრუნველყოფის ვირტუალიზაციის უმსხვილესი დეველოპერია, რომელიც პროგრამებისა და აპლიკაციების მოდერნიზაციას, ასევე, ღრუბლოვანი გამოთვლების, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და ციფრულ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ.

კომპანიის პორტფოლიოში ბრენდის შემატებით ჰოლდინგის ყველა წევრს, მათ შორის, „Elcore საქართველო“-ს, საშუალება მიეცა, VMware Partner Connect პროგრამაში ჩართულ პარტნიორებს დამატებით შესთავაზოს Vmware-ს სხვადსხვა სერვისი, მათ შორის, საიჯარო მოდელებზე და Managed services ეკოსისტემებზე.

„კომპანია „ელკორი“ დსთ-ს ბაზარზე შევიდა ინოვაციური პროდუქტით, რომელიც საინტერესოა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, ღრუბლოვანი სერვისების, ჰოსტინგის, აპლიკაციების, ინტერნეტ სერვისებისა და სხვადასხვა პლატფორმების მომსახურების მიმწოდებლებისთვის. VMware-ს პარტნიორი პროგრამის დახმარებით სერვისების პროვაიდერებს ისეთი ჰიბრიდული ღრუბლოვანი მომსახურების მიწოდება შეუძლიათ, რომელიც მათ კლიენტებს იმავე VMware პროდუქტებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებსაც მანამდე ლოკალურ სივრცეში იყენებდნენ, ღრუბელში მონაცემების სრულიად გამჭირვალედ და მაქსიმალური დატვირთვით დამუშავების საშუალებას მისცემს.“

კომპანია „ელკორი“ მზადაა, პარტნიორებს გაუწიოს სრული ტექნიკური მხარდაჭერა, შესთავაზოს ციფრული გადაწყვეტილებების სწრაფი და ფართო სპექტრი,  შესაბამისი სერტიფიცირების მქონე პერსონალის კვალიფიციური მომსახურება და სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

კომპანია Elcore Distribution-ის შესახებ

კომპანია Elcore Distribution 2006  წელს შეიქმნა  და დღეს უკვე ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, სომხეთში და ა.შ.  წარმატებით ფუნქციონირებს. Elcore Distribution-ი Wellcare Group holding-ის ნაწილია, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ეფექტური გადაწყვეტილებების,  მაღალი ხარისხის პროდუქტების,  სფეროს წამყვანი ექსპერტების კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერის და საგარანტიო და პოსტ საგარანტიო მომსახურების  უნიკალურ კომბინაციას. Elcore Distribution-ს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობით ბაზრისთვის მომხმარებელთა საჭიროებების ზედმიწევნით დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სირთულის უნიკალური ინტეგრირებული IT გადაწყვეტილებების შეთავაზება შეუძლია. კომპანიის პარტნიორები არიან ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა: Cisco, Hitachi Venterra, Microsoft, Amazon Web Services, Google Cloud, Trend Micro, Nakivo, GTB Technologies,Tripp Lite, DellEMC, Acer, HP, Schneider Electric, Lenovo, Bosch,Polycom, Philips, Xiaomi, Honor და სხვები.

კომპანია Vmware-ს შესახებ

კომპანიაVmware რთული და კომპლექსური ციფრული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერია მსოფლიოში. კომპანიის მიერ შეთავაზებული ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, აპლიკაციების მოდერნიზაციისთვის საჭირო პროდუქტები, ქსელი, უსაფრთხოება და ორგანიზებული ციფრული სამუშაო გარემო სრულად უზრუნველყოფს ნებისმიერი პროგრამის მუშაობას ნებისმიერ ღრუბელში, ნებისმიერ მოწყობილობაზე. კომპანია Vmware-ს სათაო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში, პალო ალტოში. VMware ერთგულია საკუთარი პრინციპების – საქმიანობის ყველა ასპექტში, დაწყებული ტექნოლოგიური ინოვაციიდან გლობალურ გავლენამდე, იყოს საჭირო და მოთხოვნადი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

geo.office@elcoregroup.com

www.elcore.ge

Tel: 032 231 79 10

Mob: +995 571 50 51 51

წინა სტატიაiPhone X USB Type-C კონექტორით გაიყიდა 86000 დოლარად
შემდეგი სტატიაApple გეგმავს ყველა თანამშრომლის ოფისში დაბრუნებას 1 თებერვლიდან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი