Winamp-ის ოფიციალურ საიტზე ახალი ლოგოტიპი და ახალი ვერსიის ბეტა ტესტირებაზე ჩაწერის ბმული გამოჩნდა.
2018 წელს Winamp Radionomy Group-მა განაცხადა, რომ მუსიკალურ ფლეერს ხელახლა გაუშვებდა. ახალი ვერსია 2019 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა ეს არ მომხდარა.
მაშინ კომპანიამ Winamo 5.8 გამოუშვა – დეველოპერებმა პროგრამიდან ფასიანი ფუნქციები ამოიღეს, რომელიც 2002 წელს დაემატა მას.
Winamp თავდაპირველად 1997 წელს კომპანია Nullsoft-მა გამოუშვა. 1999 წელს ის AOL მედია ჯგუფმა შეიძინა, ხოლო 2014 წელს Radionomy Group-მა. ფლეერის ბოლო განახლება 2013 წელს გამოვიდა, თუმცა მისი მოხმარება დღემდე სტაბილურადაა შესაძლებელი.