ყოველწლიურად Yahoo! Finance გამოკითხავს თავის მომხმარებლებს და ირჩევს წლის ყველაზე ცუდ კომპანიას. 2021 წელს ასეთი გახდა მეტა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1541 მომხმარებელმა მიიღო. მეტამ ხმების 8% მიიღო. მეორე ადგილზე Alibaba გავიდა.

როგორც მიზეზებს, რის გამოც მათ არ მოსწონთ მეტა, მკითხველებმა ხაზგასმით აღნიშნეს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა წინაშეც ფეისბუქი და ინსტაგრამი 2021 წელს წააწყდნენ:

  • ცენზურა ან „სიტყვის თავისუფლების პოლიცია“ უსამართლოა. მომხმარებლები თვლიან, რომ მათ აქვთ უფლება ისაუბრონ ყველაფერზე
  • ბოტები, რომლებიც თავიდანვე ხელს უშლიდნენ ადამიანებს კორონავირუსის სერიოზულად აღქმაში
  • ინსტაგრამის გავლენა ბავშვების ფსიქიკაზე

ასევე, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ფეისბუქის მეტას სახელის გადარქმევა იმიჯის შეცვლის „ცინიკურ“ მცდელობად მიიჩნია.

მეტას კვლევის შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი