AMD წარმოადგინა საწყისი დონის ვიდეო ბარათი Radeon RX 6500 XT, რომელიც გაყიდვაში უკვე 19 იანავარს გამოვა $199 ღირებულებით. სიახლე ყველაზე ხელმისაწვდომი ვიდეო ბარათია RDNA 2 არქიტექტურით.

Radeon RX 6500 XT პოზიციონირდება ბიუჯეტურ გადაწყვეტილებად, რომელიც მოძველებულ GTX 1650 ან RX 570 ჩაანაცვლებს. ამ ვიდეო ბარათებთან შედარებით სიახლე წარმადობას 1,6-ჯერ გაზრდის, ასევე აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა AMD FidelityFX Super Resolution.

Radeon RX 6500 XT-ის საფუძვლად უდევს გრაფიკული ჩიპი Navi 24 XT, რომელიც 16 გამოთვლით ბლოკს, 1024 ნაკადურ პროცესორს, 16 ბლოკს სხივების ტრასირებისთვის და 4 გიგაბაიტ GDDR6 ოპერატიულ მეხსიერებას შეიცვას. თამაშისას სიხშირეა 2610 მჰც იქნება, როცა მაქსიმალური სიხშირე შეიძლება 2815 მჰც გახდეს. ენერგომოხმარება 107 ვტ-ს შეადგენს.

წინა სტატიაCES 2022: AMD Radeon RX 6000S ნოუთბუქებისთვის
შემდეგი სტატიაMacBook Air მოდის ახალი დიზაინით და M2 პროცესორით 2022 წელს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი