მცირეოდენი შეყოვნების შემდეგ Samsung-მა გამართა Exynos 2200 მობილური ჩიპის პრეზენტაცია. კომპანიამ დეტალურად ისაუბრა სიახლის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, რომლის მთავარი თავისებურება მაღალი წარმადობის ჩაშენებული გრაფიკაა.

Exynoss 2200 დამზადებულია 4 ნანომეტრზე, მაში არის 8 პროცესორი, რომელიც სამ კლასტერადაა დაყოფილი: “მთავარი” Cortex-X2, სამი მაღალწარმადი Cortex A710 და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A510. მულტიმედიურ შესაძლებლობებზე გრაფიკული ამაჩქარებელი Samsung Xclipse ზრუნავს, რომელიც AMD RDNA 2 მიკროარქიტექტურას ეფუძნება. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მას სეუძლია კონსოლის დონის გრაფიკის გამოსახვა.

GPU-ს შესაძლებლობეში შედის სხივების ტრასირების მხარდაჭერა აპარატული აჩაქრებით და შეიდინგით ცვლად სიჩქარეზე. გარდა ამისა პლატფორმამ მიიღო ინსტრუქციები, რომლებიც საგრძნობლად გაზრდის საერთო წარმადობას და ენერგოეფექტურობას. Exynos 2200 ასევე აღჭურვილია NPU ბლოკით, რომელი ახალი თაობს ნეიროგრამოთვლების წყალობით გააუმჯობესებს გამოსახულების დამუშავების ხარისხს.

სიახლეს აქვს კამერის სენსორის მხარდაჭერა 200 მეგაპიქსელამდე და შესაძლებლობა გაუშვას 8K ვიდეო 60 კადრი წამში სიხშირით. პლატფომა თასებადია 4K ეკრანთან 120 ჰერცით, ხოლოდ QHD პანელებზე შესაძლებელია 144 ჰერცის მიღწევაც. მოდემს შეუძლია 5G და LTE ქსელებში მუშაობა ყველა აქტუალური სტანდარტით. კიდევ ერთი თავისებურებაა დახურული კრიპტოგრაფიული გასაღებების საცავი, რომლიც ჩაშენებული iSE დაცვის ელემენტით ხორციელდება.

კომპანია აცხადებს, რომ პროცესორი Exynos 2200 უკვე მასიურად იწარმოება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი ახალი მოწყობილობა მიიღებს მას პირველად.

წინა სტატიაSafari-ში აღმოჩენილია ხარვეზი, რომელიც საიტებს აძლევს ისტორიასა და Google ანგარიშზე წვდომას
შემდეგი სტატიასაშიში SysJoker დაუცველობა აღმოჩენილია macOS-სა და Windows-ში. ვირუსი, თითქოს სისტემის განახლებაა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი