იაპონურმა ბლოგმა Macotacara-მ გააზიარა ინფორმაცია მე-5 თაობის iPad Air-ის შესახებ.
ჩინეთიდან მათი სანდო წყაროების თანახმად, Apple ამ გაზაფხულზე iPhone SE 3-თან ერთად სიახლეს აჩვენებს. პლანშეტი მახასიათებლებით iPad mini 6-ის მსგავსი იქნება.
მოწყობილობა მიიღებს A15 Bionic პროცესორს, განახლებულ 12 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო კუთხის წინა კამერას (Spotlight მხარდაჭერით) და 5G ქსელების მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ მთავარი კამერის მოდული უცვლელი დარჩება.
მანამდე მარკ გურმანმა განაცხადა, რომ კუპერტინელები ახალი მოწყობილობების ონლაინ პრეზენტაციას 2022 წლის მარტში ან აპრილში გამართავენ.