მომხმარებლებს მოუწევთ Google Workspace-ის ხელმოწერის ყიდვე 2022 წლის მაისამდე ან კომპანია მათ ავტომატურად გადაიყვანს ფასიან რეჟიმში.
კომპანიამ განაცხადა, რომ 2022 წლის 1 ივლისს მომხმარებლები ვერ შეძლებენ სერვისით უფასოდ სარგებლობას.
სერვისი G Suite ღრუბლოვანი სერვისების კრებულით 2006 წელს გამოჩნდა და უფასო იყო. 2012 წელს Google-მა დახურა უფასო ტარიფი ახალი მომხმარებლებისათვის, ხოლო კომპანიები, რომლებსაც მანამდე ქონდათ ხელმოწერა აგრძელებდნენ უფასოდ სარგებლობას.
2020 წლის ოქტომბერში კომპანიამ სისტემა სხვა აპლიკაციებთან გააერთიანა და მას Google Workspace დაარქვა.
საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც მომხმარებლებმა 2012 წლამდე დაარეგისტრირეს. Google-ის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არაკორპორაციული სერვისებით ყველაფერი უცვლელი რჩება.
მომხმარებლები შეძლებენ დამოუკიდებლად შეარჩიონ Google Workspace-ის ხელმოწერა 2022 წლის მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად გააქტიურდება გამოყენებადი ფუნქციონალის შესაბამისი ტარიფი. ხელმოწერის ღირებულება $6-დან $18-მდეა და დამოკიდებულია შერჩეულ სატარიფო გეგმაზე.
Google არ ჩამოაჭრის მომხმარებლებს ფულს 2022 წლის 1 ივლისამდე. კომპანია დაბლოკავს ანგარიშებს, რომლის მფლობელებიც არ მიუთითებენ საბანკო მონაცემებს აღნიშნულ თარიღამდე.