Garmin-მა წარმოადგინა გაჯეტი inReach Messenger, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ ნებისმიერი შეტყობინება თანამგზავრის საშუალებით. მოწყობილობა უკავშირდება Garmin Messenger აპს iOS ან Android-ზე. თუ შეტყობინებას გაუგზავნით Garmin Messenger-ს inReach Messenger-ით, მიმღებს შეუძლია წაიკითხოს იგი დამატებითი მოწყობილობის გარეშე.

inReach Messenger მუშაობს 28 დღე და წყალგამძლეა. გაჯეტი 300 დოლარი ღირს. თუმცა, შეტყობინებების გასაგზავნად, გამოწერა მოგიწევთ. არსებობს სამი ტარიფი:

  • $15 თვეში 10 შეტყობინებაზე
  • $35 თვეში 40 შეტყობინებაზე
  • $65 თვეში შეუზღუდავი შეტყობინებებისთვის

inReach Messenger იყენებს Iridium სატელიტურ ქსელს.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი