ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) ამერიკელი გამომგონებლისა და კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურის სტივ ჯობსის ინტერვიუ შექმნა. გამაოგნებელი საუბარი თითქმის 20 წუთი გრძელდება და LSD-
ს, რელიგიას და კოპმანია Apple-ის წარმატებას ეხება. AI-მ ბიზნესმენის პასუხები მის სიცოცხლეში გამოსვლებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით შეადგინა.
სტივ ჯობსი ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ჯო როგანის პოდკასტში კითხვებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პასუხობდა. საუბარი ტექსტიდან ხმის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ წამყვანის ხმაც ხელოვნური ნეირონული ქსელის გამოყენებით შეიქმნა.
ჟურნალისტი საუბარს სტივ ჯობსის ინოვაციის შექებით იწყებს, შემდგომ კი უფრო სიღრმისეულ საკითხებს ეხება. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული LSD-ის ისტორია ძალიან გავს ჯობსის რეალურ ციტატას, რომელიც ბიზნესმენმა თავის ბიოგრაფს, უოლტერ აიზექსონს გაუზიარა. სტუმარმა და წამყვანმა კომპანია Apple-ს წარმატებაზეც ისაუბრეს.
“ყველა ის გიგანტური კომპანია, რომელიც Apple-ის შექმნის დროს არსებობდა, ახლა გაქრა. რადგან ჩვენ რაღაც სწორად გავაკეთეთ. შემთხვევითი არ არის, რომ Apple-მა ამხელა წარმატებას მიაღწია.” პროექტი Play.ht-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ტექტიდანმეტყველების პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავა ხმის გენერატორის გამოყენებით. შემქმნელებმა ჯობსის ბიოგრაფიისა და ინტერნეტში არსებული მისი ყველა ჩანაწერის გამოყენებით ხელოვნურიინტელექტი დაამუშავეს, რათა ნეირონულ ქსელს ბიზნესმენის ხმა და იდეების ზუსტი სინთეზი შეძლებოდა.
სტივენ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეასის კიბოთი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.