მეცნიერებმა, მუსიკოსებთან ერთად, მაგნიტური ველის მონაცემები ხმად გარდაქმნეს.
პლანეტის გარე ბირთვში მოძრავი გამდნარი რკინა ელექტრულ დენებს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ, უზარმაზარ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის და დედამიწას მოიცავს. ეს ბირთვი დამცავ როლს ასრულებს, პლანეტას კოსმოსურ გამოსხივებას და მზის დამუხტულ ნაწილაკებს აცილებს.
ადამიანების უმეტესობას დედამიწის მაგნიტური ველის დანახვა მხოლოდ პოლარული ნათების დროს ან კომპასის ისრების მოძრაობაში შეუძლია. თუმცა ახლა მკვლევარებმა ამის “საუნდრეკი” მოიპოვეს. ეს Swarm-ის თანამგზავრების მეშვეობით მოხერხდა, რომლებიც პლანეტის მაგნიტურ ველს თითქმის ათწლეულის განმავლობაში აკვირდებოდნენ.


„ჯგუფმა მონაცემები EKA Swarm-ის თანამგზავრებიდან და სხვა წყაროებიდან გამოიყენა. პროექტი, რა თქმა უნდა, სასარგებლო გამოცდილება იყო ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებაში“, – თქვა კლაუს ნილსენმა, პროექტში ჩართულმა მუსიკოსმა.


აღსანიშნავია, რომ ავტორები საზოგადოებისთვის მოპოვებული ხმის წარდგენას ოფლაინში გეგმავენ, რომელიც დანიაში 24-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით შედგება.
„ჩვენ მივიღეთ წვდომა ძალიან საინტერესო ხმის სისტემაზე, რომელიც 30-ზე მეტი დინამიკისაგან შედგება, და კოპენჰაგენის სოლბიერგის მოედანზე მიწაში იყო დამონტაჟებული. ეს ისე დავაყენეთ, რომ თითოეულ დინამიკს დედამიწაზე განსხვავებული ადგილი წარმოეჩინა, და ეჩვენებინა, თუ როგორ მერყეობდა ჩვენი მაგნიტური ველი ბოლო 100 000 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ნილსენმა.


მონაცემთა ხმად გადაქცევა ინფორმაციის წარმოდგენის საინტერესო გზაა. ბოლო წლებში მას კოსმოსური ობიექტების მოსასმენად იყენებდნენ.

წინა სტატიაVisa-სა და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ბიზნესკონკურსის ორი გამარჯვებული გამოვლინდა
შემდეგი სტატიაფიზიკოს გია დვალს ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) სინერგიის გრანტი მიენიჭა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი