ყველა AirPods და Mac აქსესუარი მიიღებს USB-C პორტს 2024 წლისთვის

სამივე AirPods მოდელს, ისევე როგორც Mac-ის აქსესუარებს, 2024 წლისთვის ექნება USB-C კონექტორი, განაცხადა Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა.

USB-C-ზე გადასვლა დაკავშირებულია ევროპაში ახალი კანონის მიღებასთან მოწყობილობების დამუხტვის ერთი სტანდარტის შესახებ.

Magic Mouse, Magic Keyboard და Magic Trackpad-ის ახალი ვერსიები USB-C-ს მომავალ წელს მიიღებს. ისინი წარმოდგენილი იქნება ახალ iMac-თან და Mac Pro-სთან ერთად.

ბაზის iPad სავარაუდოდ მიიღებს USB-C წელს. მისი პრეზენტაცია ოქტომბერშია მოსალოდნელი. iPhone 15 გამოვა USB-C კონექტორით 2023 წლის შემოდგომაზე.

გურმანი თვლის, რომ USB-C-ის ეპოქა Apple-ის პროდუქტებში გაცილებით მოკლე იქნება ვიდრე Lightning, „ყოველ შემთხვევაში მობილური მოწყობილობებისთვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *