სამივე AirPods მოდელს, ისევე როგორც Mac-ის აქსესუარებს, 2024 წლისთვის ექნება USB-C კონექტორი, განაცხადა Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა.

USB-C-ზე გადასვლა დაკავშირებულია ევროპაში ახალი კანონის მიღებასთან მოწყობილობების დამუხტვის ერთი სტანდარტის შესახებ.

Magic Mouse, Magic Keyboard და Magic Trackpad-ის ახალი ვერსიები USB-C-ს მომავალ წელს მიიღებს. ისინი წარმოდგენილი იქნება ახალ iMac-თან და Mac Pro-სთან ერთად.

ბაზის iPad სავარაუდოდ მიიღებს USB-C წელს. მისი პრეზენტაცია ოქტომბერშია მოსალოდნელი. iPhone 15 გამოვა USB-C კონექტორით 2023 წლის შემოდგომაზე.

გურმანი თვლის, რომ USB-C-ის ეპოქა Apple-ის პროდუქტებში გაცილებით მოკლე იქნება ვიდრე Lightning, „ყოველ შემთხვევაში მობილური მოწყობილობებისთვის“.

წინა სტატიაფიზიკოს გია დვალს ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) სინერგიის გრანტი მიენიჭა
შემდეგი სტატიაყველაზე პატარა ზომის მუშა ტელევიზორი შეიქმნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი