18 GB (გეგაბაიტი) ოპერატიული მეხსიერება და 1 TB (ტერაბაიტი) ფლეშ მეხსიერება, უნიკალური ჩიპი და Web3 ტექნოლოგიები – ძვირადღირებული სმარტფონების ბრენდმა Vertu-მ სმარტფონი Vertu Metavertu წარმოადგინა.
სმარტფონი Metavertu ვებ3-ის ტექნოლოგიებით, ფლობს ჩვეულ ფლაგმანურ მახასიათებლებს.
ბრიტანული ბრენდის ინფორმაციით, ტელეფონს აქვს “დაშიფრული მეტასივრცე” და “A5 კონფიდენციალურობის ჩიპი”, რომელიც NFT-ების დასაცავად არის საჭირო. მათი განმარტებით სმარტფონს NFT-ის შექმნა თავისი კამერით ნებისმიერი ფოტოდან შეუძლია.
სმარტფონი Snapdragon 8 Gen 1-იs ბაზაზეა შექმნილი და მომხმარებელს 6.7 დიუმიან FHD+ AMOLED ეკრანს სთავაზობს. ოფიციალური განცხადებით, მას აქვს 64 მეგაპიქსელიანი კამერა 35 მმ ობიექტივით, 55 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა და 4600 mAh ტევადობის ბატარეა.


Vertu-მ თავისი ახალი მოწყობილობა ბევრად უფრო უნიკალური გახადა უკანა პანელის ვარიანტების არჩევანით. სმარტფონი ბრენდის საფირმო სტილშია დამზადებული. მას ჰიმალაის ალიგატორის ტყავი, ასევე 18-კარატიანი ოქრო და ბრილიანტები მორთული დიზაინი აქვს. მობილურის ახალი მოდელი $41 ათასად შეფასდა.

წინა სტატიაპატარა მაშველი რობოტები DARPA-სგან
შემდეგი სტატიაილონ მასკი Twitter-ის ახალი მფლობელია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი