Microsoft-მა გამოაცხადა მინი კომპიუტერის გაყიდვების დაწყება, სახელწოდებით Windows Dev Box 2023, რომელიც დაეხმარება დეველოპერებს ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაციების შექმნაში ARM პლატფორმისთვის. ახალი მოწყობილობის ღირებულება 599 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ეს მოწყობილობა გამოცხადდა Build 2022 კონფერენციის ფარგლებში და იმ დროისთვის ცნობილი იყო Project Volterra სახელით.

კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ Windows Dev Box 2023 იმუშავებს Snapdragon 8cx Gen 3 პროცესორით, 32GB LPDDR4x ოპერატიული მეხსიერებით, 512GB SSD, სამი USB 3.2 Gen 2 Type-A პორტით და ორი USB 3.2 Gen 2 Type პორტით.

Windows Dev Kit 2023 უვკე ხელმისაწვდომია ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში 599 დოლარად. Microsoft გვპირდება, რომ მოწყობილობის შესახებ მეტი ინფორმაციას გაგვიზიარებას Arm Dev Summit-ის ფარგლებში, რომელიც ამ კვირაში გაიმართება.

წინა სტატიაGoogle Chrome აღარ იქნება Windows 7-სა და 8.1-ზე მხარდაჭერილი
შემდეგი სტატიაApple-მა შესაძლოა MacBook-ების წარმოება სამომავლოდ ტაილანდში დაიწყოს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი