კომპანია “ქარი” თბილისში პირველად ელექტრო ველოსიპედების გაზიარების სერვისს სატესტო რეჟიმში უშვებს, რომელიც ქალაქში ელექტრო მობილობის განვითარებას ემსახურება. ველოსიპედი აღჭურვილია საჭირო უსაფრთხოების სტანდარტებით, ამრეკლებით წინა და უკანა ნათურებით.
მისი გამოყენება Qari App-ის საშუალებით შეიძლება. მგზავრობის დასაწყებად ქარის ბალანსზე საჭიროა მინიმუმ 10 ლარი გქონდეთ. ტრანსპორტის მოხსნა 1 ლარი, გამოყენება კი წუთში 0.34 თეთრი ღირს. მგზავრობის გაჩერება შესაძლებელია აპლიკაციაში მითითებულ ყვითელ ზონაში.


“ნავიგატორი” აღნიშნული სიახლის შესახებ ქარის მარკეტინგის ხელმძღვანელს დემეტრე დათიაშვილს ესაუბრა.
“ელექტრო ველოსიპედი “ქარის” მესამე პროდუქტია, რომელიც ახლახანს დაემატა. ასევე გვაქვს მოპედი ქარი ამი და მიკრო-ელექტრო მანქანები.
ელექტრო ველოსიპედი ყველასთვის ხელმისაწვდომი გადაადგილების საშუალებაა, რომელსაც მართვის მოწმობა არ სჭირდება. მის გამოყენებას ბევრი ადამიანი შეძლებს, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებიც.
მთავარი მიზანი უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. გვინდა, რომ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებას შევუწყოთ ხელი. მათი გამოყენება ხალხის მხრიდან მოთხოვნას გაზრდის, რომ ქალაქში მეტად ადაპტირებული გზები და ველო ბილიკები გვქონდეს.
მომხმარებელი ელექტრო ველოსიპედით სარგებლობას ქარის აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეძლებს. მისი გადმოწერა playstore-დან ან App Store-დან არის შესაძლებელი. დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი მის ირგვლივ ქარის უახლოესი პროდუქტის ადგილმდებარეობას რუკაზე ნახავს. დაჯავშნის, მივა და QR კოდის მეშვეობით გაააქტიურებს ელექტრო ველოსიპედს, ან ქარის სხვა პროდუქტს.
სიახლე სატესტო რეჟიმში გვაქვს გაშვებული.” – აღნიშნავს დემეტრე დათიაშვილი.


ელექტრო ველოსიპედის გამოყენება 14 წლიდან შესაძლებელია. სკამის დარეგულირება ნებისმიერ სიმაღლეზე შეიძლება.
“ელექტრო ველოსიპედი რომელიც თბილისში სატესტო რეჟიმში გაეშვა, საზიარო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიის მიერ არის შემუშავებული, რომელიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. Რეგულირებადი სკამი, კალათა და მობილურის სამაგრი, ეს ის მცირედი ჩამონათვალია რომელიც მგზავრობას მეტად კომფორტულს ხდის. ელექტრო ძრავის საშუალებით მაქსიმუმ 25 კმ/სთ განვითარება არის შესაძლებელი. ველოსიპედი იდეალურია როგორც მოკლე ასაევე გრძელ მარშუტებზე გადაადგილებისთვის.” – ამირან სიხარულიძე – ქარის ტექნიკური ხელმძღვანელი.


“ქარი” ელექტრო მოპედების საზიარო სერვისია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. მისით სარგებლობა 17 წლიდან არის შესაძლებელი. გამოსაყენებლად კი აპლიკაციაში დარეგისტრირება და მართვის მოწმობის წარდგენაა საჭირო. რეგისტრაცია B და B1 კატეგორიის მართვის მოწმობებით ხდება.
ავტომატიზირებული ეკო-მოპედების სერვისი აპლიკაციით იმართება და ქალაქში სპეციალურ ზონებზე ვრცელდება.
ამ ეტაპზე ,,ქარი” მხოლოდ თბილისში და ბათუმშია ხელმისაწვდომი.
მოპედების სამართავი აპლიკაცია Qari App, ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებლებისთვის Google playstore-ზე და Appstore-ზეა ხელმისაწვდომი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ქარი” არა მხოლოდ მოპედების საზიარო სერვისი, არამედ ქალაქთან ურთიერთობის ერთგვარი ფორმაა.

Დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bike.qari.co/

წინა სტატიაSpaceX Starship-მა შესაძლოა თავისი პირველი სატესტო ფრენა ერთ თვეში განახორციელოს
შემდეგი სტატიაკომპანია სამსუნგი საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი