“მე ძალიან სწრაფად გავაფართოვე კომპანია.” Twitter-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ილონ მასკის მიერ თანამშრომლების ფართომასშტაბიან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ჯეკ დორსი თვითერის პირად გვერდზე წერს:
„თვითერზე წარსულში და აწმყოში ადამიანები ძლიერები და გამძლეები არიან. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს. მესმის, რომ ბევრი ადამიანი ჩემზე გაბრაზებულია. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ყველა ამ მდგომარეობაში: ძალიან სწრაფად გავაფართოვე კომპანია. ბოდიშს ვიხდი ამის გამო“, – წერს ჯეკ დორსი.
„მადლობელი ვარ და მიყვარს ყველა, ვისაც ოდესმე Twitter-ზე უმუშავია. ”- დასძინა მან.

დორსი კომპანიას ორჯერ ხელმძღვანელობდა. 2007 წელს Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2015 წელს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდა.
დორსიმ Twitter-ი გასულ ნოემბერში დატოვა. მის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა პარაგ აგრავალმა დაიკავა. ილონ მასკის მიერ Twitter -ის ყიდვის შემდეგ, პარაგ აგარვალი მალევე გაათავისუფლეს. კომპანიის ყველა დეპარტამენტში მასშტაბური გათავისუფლებებიც თითქმის მაშინვე დაიწყო.

წინა სტატიააშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჩინელ ჯაშუშებს Huawei-ის წინააღმდეგ გამოძიებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაშეცვლის თუ არა მეტავერსი ჩვენს მომავალს?

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი