პანდემიის გამო, კინოთეატრებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი დადის. რის გამოც, კინოთეატრების ამერიკული ქსელი AMC (American Multi-Cinema) ფულის გამომუშვების ახალ გზებს ეძებს.
მომავალი წლიდან AMC Theaters Zoom-თან პარტნიორობით Zoom Rooms-ის გაკეთებას ფიქრობს, სადაც კინო ჩვენებების მაგივრად კომპანიების Zoom შეხვედრები გაიმართება.
დარბაზები 75-დან 150-მდე ადამიანს იტევს, სადაც ადგილების დაჯავშნა რამდენიმე საათიანი შეხვედრებისთვის შესაძლებელი იქნება.
AMC-ს გენერალური დირექტორის ადამ არონის განმარტებით, კინოთეატრებს დარბაზბეში საკმარისი სივრცე აქვთ, რომ ადამიანთა ჯგუფები დაიტიონ, განსაკუთრებით კი სამუშაო კვირის დღის საათებში, როდესაც ბევრი სამუშაო შეხვედრები იმართება.
ეს სიახლე გულისხმობს, ადამიანთა ჯგუფების დაკავშირებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, მაგალითად ნიუ-იორკში მყოფი გუნდი შეძლებს AMC-ის Zooms Rooms-ის დარბაზში ონლაინ შეხვდეს ლოს-ანჯელესში მყოფ გუნდს.
„რადგან ჰიბრიდული სამუშაო აშშ-ში მეტად გავრცელდა , Zoom Rooms-ი AMC-ში კომპანიებს და სხვა სუბიექტებს საშუალებას მისცემს დეცენტრალიზებული სამუშაო გარემოთი შეკრიბონ ადამიანები სხვადასხვა ბაზრიდან, ერთსა და იმავე დროს, ვირტუალური და პერსონალური ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის. – აცხადებენ AMC Theaters-ის კომპანიაში.
თუმცა ბუნებრივია, ამ იდეას დახვეწა სჭირდება და შეიძლება სახლიდან მუშაობა და თანამშრომლებთან კომუნიკაცია უფრო მარტივი ალტერნატივა აღმოჩნდეს.