კვლევითმა ფირმა Canalys-მა განაცხადა, რომ უკაბელო ყურსასმენების ბაზარი 2022 წელს 6%-ით გაიზარდა. 2022 წლის მესამე კვარტალში კომპანიებმა დაახლოებით 76,9 მილიონი მოწყობილობა გაგზავნეს.

ამავდროულად, “ჭკვიანი” პერსონალური აუდიო მოწყობილობების ბაზარი შემცირდა 4%-ით – 113,6 მილიონი ცალი. კერძოდ, საუბარია სმარტ დინამიკებზე.

Apple-მა შეძლო უკაბელო ყურსასმენების მიწოდების გაზრდა 34%-ით AirPods Pro 2-ის გამოცხადების შემდეგ. ახლა კუპერტინოელები იკავებენ ბაზრის 31%-ს (ეს იყო 24,6%) – 23,8 მილიონი ყურსასმენი, წინა წლის 17,8 მილიონთან შედარებით.

Samsung-მა მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მისი მიწოდება 15%-ით შემცირდა. Apple კორეელებს 2,5-ჯერ უსწრებს.

პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა Sony, Jabra და JBL, ცდილობდნენ გამართულიყვნენ აგრესიული პიარ კამპანიებით უამრავი ფასდაკლებით.

წინა სტატიასატელიტურმა SOS ზარმა iPhone 14-ში გადაარჩინა ალასკაში ჩარჩენილი მამაკაცის სიცოცხლე
შემდეგი სტატიაApple იწყებს ევროპაში iPhone-ისა და Mac-ის თვითშეკეთების ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გაყიდვას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი