Microsoft Outlook – უფასო გახდა მაკის მომხმარებლებისთვის

თუ თქვენ ხართ macOS-ის მომხმარებელი და წერთ და იღებთ უამრავ ელ.წერილს, ელ.ფოსტის ერთ-ერთი საუკეთესო კლიენტი ახლა ხელმისაწვდომია თქვენთვის უფასოდ გამოსაყენებლად. Microsoft-მა ახლახან გამოაცხადა, რომ მისი Outlook აპი Mac-ისთვის არის უფასო.

თავად აპლიკაციამ ასევე მიიღო ცვლილებები და Microsoft-მა განაცხადა, რომ ის ასევე ოპტიმიზირებულია იმისთვის, რომ კარგად იმუშაოს Mac-ებზე „Apple Silicon“-ით, რაც ნიშნავს კომპანიის M1 და M2 შიდა ჩიპებს. მაიკროსოფტი ამბობს, რომ ახალი აპლიკაციის მომხმარებლბი მიიღებენ გაუმჯობესებულ სისწრაფეს ვიდრე წინა ვერსიებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *