OpenAI-ის თანამშრომლები Claude AI-ის იყენებდნენ პროგრამირებისთვის. Anthropic-მა წვდომა უკვე დახურა

OpenAI-ის თანამშრომლები Claude AI-ის იყენებდნენ პროგრამირებისთვის. Anthropic-მა წვდომა უკვე დახურა

WIRED წერს, რომ სამშაბათს Anthropic-მა დაუხურა წვდომა Claude Code-ზე OpenAI-ის თანამშრომლებს, აცნობა რა კომპანიას სერვისით სარგებლობის წესების დარღვევის შესახებ. “Claude Code გახდა ნომერ პირველი არჩევანი პროგრამისტებისთვის მთელ მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ OpenAI-ის ტექნიკური სპეციალისტებიც კი იყენებდნენ ჩვენს ინსტრუმენტებს პროგრამირებისთვის GPT-5-ის გაშვებამდე”, — განაცხადა Anthropic-ის წარმომადგენელმა კრისტოფერ ნალტიმ WIRED-თან კომენტარში.

ნალტის თქმით, Anthropic-ის კომერციული პირობების თანახმად, კლიენტებს ეკრძალებათ სერვისის გამოყენება „კონკურენტული პროდუქტის ან სერვისის შესაქმნელად, კონკურენტული AI მოდელების სწავლების ჩათვლით“, ასევე „უკუინჟინერიისა თუ კოპირებისთვის“.

OpenAI-ის წარმომადგენელმა ჰანა ვონგმა გააპროტესტა, რომ ეს სტანდარტული პრაქტიკაა ინდუსტრიაში — სხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეფასება პროგრესის შედარებისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ Anthropic-ის გადაწყვეტილებას, ეს იმედგამაცრუებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი API მათთვის ხელმისაწვდომი რჩება“, — ნათქვამია ვონგის განცხადებაში.

საპასუხოდ, კრისტოფერ ნალტიმ განაცხადა, რომ Anthropic შეუნარჩუნებს OpenAI-ს წვდომას API-ზე, მაგრამ მხოლოდ ბენჩმარკების შედარებისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

სემ ალტმანის პროექტი World ვერიფიკაციის ტექნოლოგიას გაცნობის აპლიკაციებში ნერგავს
AI

სემ ალტმანის პროექტი World ვერიფიკაციის ტექნოლოგიას გაცნობის აპლიკაციებში ნერგავს

Telegram-მა მესამე მხარის კლიენტების მომხმარებლების მონიშვნა დაიწყო. ასევე, მესენჯერმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის რედაქტორი და ბოტების ფაბრიკა
AI

Telegram-მა მესამე მხარის კლიენტების მომხმარებლების მონიშვნა დაიწყო. ასევე, მესენჯერმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის რედაქტორი და ბოტების ფაბრიკა

CERN-ში მონაცემთა მასივების გასაფილტრად ჩიპებში ინტეგრირებულ სპეციალურ AI-მოდელებს იყენებენ
AI

CERN-ში მონაცემთა მასივების გასაფილტრად ჩიპებში ინტეგრირებულ სპეციალურ AI-მოდელებს იყენებენ

Anthropic: DeepSeek-ი, Moonshot-ი და MiniMax-ი ფარულად წვრთნიდნენ თავიანთ მოდელებს Claude-ის პასუხებზე
AI

Anthropic: DeepSeek-ი, Moonshot-ი და MiniMax-ი ფარულად წვრთნიდნენ თავიანთ მოდელებს Claude-ის პასუხებზე

Google თავის საუკეთესო პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს ფასიანს ხდის
AI

Google თავის საუკეთესო პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს ფასიანს ხდის

სტარტაპმა Taalas-მა ნეიროქსელი ჩიპში ჩააშენა და რეკორდული 17 000 ტოკენი წამში მიიღო
AI

სტარტაპმა Taalas-მა ნეიროქსელი ჩიპში ჩააშენა და რეკორდული 17 000 ტოკენი წამში მიიღო

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა