კონტენტზე გადასვლა
უფრო სწრაფია, ვიდრე Claude? xAI დეველოპერებისთვის Grok Code Fast 1-ს უშვებს

უფრო სწრაფია, ვიდრე Claude? xAI დეველოპერებისთვის Grok Code Fast 1-ს უშვებს

დავით მაჭახელიძე · 1 წთ საკითხავი

კომპანია xAI-მ დეველოპერებისთვის ახალი მოდელი — Grok Code Fast 1 წარადგინა. ის კოდის სწრაფად წერასა და რედაქტირებაზეა ორიენტირებული და 256 ათასი ტოკენის კონტექსტურ ფანჯარას გვთავაზობს. გამოყენების ღირებულება შეადგენს $0,20-ს მილიონ შეყვანილ ტოკენზე და $1,50-ს მილიონ გამომავალ ტოკენზე, რაც ამ მოდელს თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომს ხდის.

2 სექტემბრამდე Grok Code Fast 1-ის გამოცდა უფასოდაა შესაძლებელი GitHub Copilot-ში. პირველი მომხმარებლების შეფასებით, მოდელი რამდენჯერმე სწრაფად მუშაობს, ვიდრე Claude Code, და თავდაჯერებულად უმკლავდება შეცდომების პოვნასა და გამოსწორებას, თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად მას მაინც დეტალური მოთხოვნები სჭირდება.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!