Anthropic-მა გაუშვა დაახლოებით 950 აგენტი, რომლებმაც 200 ათასზე მეტი უკუტრანსკრიპტაზა შეისწავლეს — ანუ ფერმენტები, რომლებსაც რნმ-ის საფუძველზე დნმ-ის სინთეზირება შეუძლიათ. 21 საათსა და 210 მილიონ ტოკენში მათ შეარჩიეს 3500 შესაძლო სისტემა, სია 20-მდე შეამცირეს და ბაქტერიოფაგის დნმ-ში უჩვეულო კომბინაცია შენიშნეს.
აღმოჩენას ART უწოდეს. ფერმენტის გვერდით აღმოჩნდა მეორე გენი და განმეორებების გრძელი მასივი, რომელიც აგებულებით CRISPR-ს ჰგავს. ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ეს მასივი ცალკეულ მოკლე რნმ-ებს წარმოქმნის.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. სპეციალისტს მსგავსი ძიებისთვის შესაძლოა კვირები ან თვეები დასჭირვებოდა. აგენტებმა ეს ერთ დღე-ღამეში შეძლეს და ადამიანებს შესამოწმებლად რამდენიმე ჰიპოთეზა გადასცეს. სამეცნიერო ძიების პარალელიზება ისევე შეიძლება, როგორც გამოთვლების.
თავად CRISPR-იც დნმ-ში არსებული უცნაური განმეორებებით დაიწყო, რომელთა დანიშნულებაც გაუგებარი იყო. მოგვიანებით ისინი გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის საფუძველი გახდა. გახდება თუ არა ART მსგავსი ინსტრუმენტი, ჯერ არავინ იცის.
სისტემის ფუნქცია უცნობია, ნაშრომი პრეპრინტის სახით გამოქვეყნდა, ხოლო ექსპერიმენტები ადამიანებმა ჩაატარეს. ამიტომ მთავარი აღმოჩენა აქ ART-იც კი არ არის, არამედ ახალი სამეცნიერო კონვეიერია. ხელოვნური ინტელექტი ეძებს უჩვეულო კანონზომიერებებს მონაცემთა უზარმაზარ მასივებში, ადამიანი კი ყველაზე პერსპექტიულებს ლაბორატორიაში ამოწმებს.