OpenClaw-მა Red Hat-ისა და Nvidia-ს მხარდაჭერით კორპორაციული AI-აგენტების მართვის ღია პლატფორმა წარადგინა

OpenClaw-მა Red Hat-ისა და Nvidia-ს მხარდაჭერით კორპორაციული AI-აგენტების მართვის ღია პლატფორმა წარადგინა

დავით მაჭახელიძედავით მაჭახელიძე

OpenClaw Foundation-მა წარადგინა OpenClaw Enterprise (OCE) — ღია კოდის მქონე პლატფორმა კომპანიის ინფრასტრუქტურაზე გაშვებული, მუდმივ რეჟიმში მომუშავე AI-აგენტების გასაკონტროლებლად. ამჟამად მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია წინასწარი ვერსია შიდა ტესტირებისთვის, ხოლო სრულფასოვანი რელიზი 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

თავდაპირველად პროექტი OpenAI-ის გუნდის შიგნით შეიქმნა, მოგვიანებით კი OpenClaw Foundation-ის დეველოპერებს გადაეცა. ახლა პროექტი დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა Red Hat-ისა და Nvidia-ს მხარდაჭერით.

OCE აგენტებს ცენტრალიზებულ მართვას ამატებს. მისი დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ სამუშაო სივრცეების გამიჯვნა, წვდომის უფლებების მინიჭება და უსაფრთხოების აუდიტისთვის ცვლილებების აღრიცხვა. სისტემის შიგნით ყველა პარამეტრი და საიდენტიფიკაციო მონაცემი იზოლირებულია სამუშაო სივრცეების მიხედვით, რათა თითოეულ აგენტს მხოლოდ საკუთარ მონაცემებზე ჰქონდეს წვდომა.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სისტემები აუცილებელია კორპორაციული AI-აგენტების მასობრივი გამოჩენის გამო, რომლებსაც შიდა მონაცემებსა და ინსტრუმენტებზე სჭირდებათ წვდომა. ამასთან, კომპანიები ხშირად ქაოსურად გასცემენ წვდომებს და მათ კონტროლს ვერ უწევენ, რის გამოც კორპორაციულ კონტურში უსაფრთხოების ხარვეზები ჩნდება.

OpenClaw Enterprise-ის კოდი გამოქვეყნებულია GitHub-ზე MIT ლიცენზიით. სამუშაოს დასაწყებად მომზადდა დოკუმენტაცია.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა