Apple-ის საცალო გაყიდვების მენეჯერი 2019 წლის აპრილში დატოვებს. მან კომპანიაში 5 წელი იმუშავა. ანჟელა არენდსმა არ გაამხილა რითი დაკავდება ის მომავალში და არც წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
არენდსი კომპანიაში 2014 წელს მოვიდა Bureberry-დან სადაც გენერალური დირექტორი იყო. მას ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამშრომლად მიიჩნევდნენ, რადგაც 2018 წელს მან 26,5 მილიონი გამოიმუშავა, როცა კუკის შემოსავალმა 15,7 მილიონი შეადგინა.
ახალი ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვების მიმართულებით დიდრე ო’ბრაიენი გახდება, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი ვეტერანი თანამშორემლია და ის პირდაპირ ტიმ კუკის დაქვემდებარებაში იქნება.
მიუხედავად ახალი თანამდებობისა ო’ბრაიენი გააგრძელებს People team-ის მართვას, რომელიც კორპორაციული უნივერსიტეტის განვითარებაზე მუშაობს, პერსონალის შერჩევას უზრუნველყოფს, თანამშრომლებთან ურთიერთობებს და სხვა ფუნქციებს ასრულებს.
30 იანვარს Apple-მა გამოაქვეყნა პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები, რომელიც არც ისე სახარბიელო იყო.