საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind- ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind – ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ გუგლის კამპუსში, რომელიც აშშ-ში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს, სილიკონ ველიზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს, რომ Startup Grind – ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გაიმართება.
Startup Grind-ი ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს.