ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები დიდ როლს თამაშობს ადამიანების დარწმუნებაში, რომ დედამიწა ბრტყელია.
რამდენიმე ხნის წინ ბრტყელი დედამიწის კონფერენცია გაიმართა, რომელთა დამსწრეებმაც აღიარეს, რომ დეზინფორმაციის დიდ ნაწილს სწორედ youtube-ის მეშვეობით იღებენ.
დროდადრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა რომ დედამიწა ბრტყელია, მაგალითად, აშშ-ში 18-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მხოლოდ 66%-ია დარწმუნებული, რომ დედამიწა მრგვალია.