ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკს ბელარუსის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე და მიიღეს ყველა სახის ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. დელეგაციას ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და მისმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა უმასპინძლეს.
“ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მიმართულებები რაც მოიცავდა: საკანონმდებლო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, მაღალტექნოლოგიური IT კომპანიების საქართველოში შემოსვლის საკითხსა და ქართული სტარტაპების ბელორუსიის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობას.” – წერს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
მთავარი ინოვაციები