საქართველოს მაკის მომხმარებელთა ჯგუფი (GeMUG) სანდო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ მალე გადახდების სისტემა Apple Pay მალე საქართველოშიც ამუშავდება. როგორც GeMUG წერს, წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ბანკებთან უკვე დაწყებულია და სერვისის ჩართვას ზაფხულში უნდა ველოდოთ.Apple Pay არის Apple-ის მობილური გადახდის სისტემა და ელექტრონული საფულე. Apple Pay კომპანია Apple-მა 2014 წელს გაუშვა და მასში, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს 34 ქვეყანაა ჩართული.