15 აპრილს, ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი დაიწვა. ამ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენაზე მსოფლიოს ირგვლივ ჩაებნენ, თუმცა, ფაქტია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად არამხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ შესაბამისი ვიზუალური მასალაა საჭირო. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რომ Ubisoft-ის მიერ შექმნილი ვიდეოთამაშის Assassinʼs Creed Unity-ს ვიზუალური მასალა შესაძლოა საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს ტაძრის აღსადგენად.
Unity-ს მხატვრებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დეტალური 3D რუკა შეადგინეს, შესაბამისად, თამაშისას შეგიძლიათ ტაძრის სახურავის დათვალიერება, შემოსასვლელის, კედელებისა და შენობის ყველა დეტალის ნახვა.
მთავარი ვიდეო