ახალი რეგიონული სამეცნიერი ჰაბი კავკასიაში

გასულს წელს დაანონსებული ევროპის  მეცნიერებათა აკადემიის – Academia Europaea -ს რეგიონული ცენტრი თბილისში უკვე გაიხსნა.  ცენტრი თბილისის ივანე ჯავახშივილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე განთავსდა და  აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.  როგორც გახსნაზე საქართველოში მყოფმა „Academia Europaea“-ს  პრეზიდენტმა სირდ ქლოეთინგმა განაცხადა, ესაა სრულიად ახალი შანსი და პლატფორმა საქართველოსთვის, ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, რათა ევროპის  მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სივრცეში სრულფასოვნად ინტეგრირდნენ. ამისათვის იგეგმება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტი, რომელიც ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სტუდენტების გაცნობას და სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობას ითვალისწინებს. განსაკუთრებით კი სამიზნე გამოყენებითი კვლევები და მათი შედეგების პრაქტიკაში ადაპტირებაა. აკადემიის სამუშაო და კვლევითი მიმართულებები საკმაოდ ფართო სპექტრს  მოიცავს და ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პრაქტიკულად ყველა ქვედარგს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგიონული სამეცნიერი ჰაბი კავკასიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში გაიხსნა, რაც ცენტრის მესვეურების თქმით საქართველოში არსებული მაღალი სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალის არსებობითაა განპირობებული. საერთაშორისო პროექტები და სტიპენდიები დაინტერესებული პირებისთვის უახლოეს მომავალში დაანონსდება


უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *