კორეული გამოცემა Yohnap News-ის თქმით, Galaxy Fold ბაზარზე შესაძლოა მალე დაბრუნდეს, რადგან სამსუნგმა Galaxy Fold-ის დეფექტების აღმოფხვრა შეძლო.
Samsung-მა Galaxy Fold-ის გამოშვების თარიღი გაურკვეველი დროით გადაწია, რადგან მოწყობილობას ბევრი დეფექტი გააჩნდა. პრობლემები შეეხებოდა დაკრულ თხელ დამცავ ფენას და, ასევე, ეკრანში შესულ მტვერსა და ნაწილაკებს. დასაკეცი სმარტფონის დიზაინის გამო ეკრანის ქვეშ მტვრის ნაწილაკები ადვილად აღწევდა, რაც მოწყობილობას აზიანებდა.