გამოვიდა Windows-ის განახლებები

გამოვიდა Windows-ის განახლებები. ამის მიზეზად კომპანია გლობალური კიბერშეტევის საშიშროებას ასახელებს. როგორც BBC წერს, ვინდოუსის ძველი ვერსიებისთვის უსაფრთხოების სისტემები განახლებულია, რადგან Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში დაფიქსირებული ხარვეზის მიზეზი შესაძლოა ვირუსის გავრცელების მიზეზი იყოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდებენ, სისტემა განაახლონ და შესაბამისად თავი დაიზღვიონ.
უსაფრთხოების სისტემების განახლება Microsoft-ის შემდეგ ოპერაციულ სისტემებზე გახდა საჭირო:

Windows XP
Windows 2003
Windows 7
Windows Server 2008

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *