კომპანია ჰუავეი აცხადებს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და მათ მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ Google-ს ქმედებებთან დაკავშირებით. HUAWEI-ს განცხადებით, კომპანია გააგრძელებს სისტემის უსაფრთხოების განახლებებს.
შეგახსენებთ, რომ Google ჰუავეის აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავს, დონალდ ტრამპის დაწესებული სანქციების გამო.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.