საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს.
extra.ge-ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილება და არჩევანი საუკეთესო ფასად.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული პლატფორმების წარმატებით გაფართოებას, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისათვის. extra.ge-ი გახლავთ ახალი ციფრული შეთავაზება, მარტივი და კომფორტული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან საუკეთესო გარიგება დადონ, ისარგებლონ სს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფინანსური საბანკო მომსახურებით.” – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.