Mozilla-მ Firefox-ის ახალი ლოგო წარადგინა, რომლის მთავარი გზავნილია “მეტი, ვიდრე მხოლოდ ბრაუზერი”. Mozilla-მ ბრენდინგი განახლება ბრაუზერის არსებობიდან 16 წლის შემდეგ გადაწყვიტა.
მომხმარებლები განახლებული ვიზუალური იდენტობის ნახვას 2019 წლის შემოდგომაზე შეძლებენ საკუთარ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში.
ახალი ვიზუალური იდენტობა მარტივი, სადა და მომრგვალებული ფორმებისაა, რომელიც ძირითადად იისფერ, სტაფილოსფერ და ყვითელ ფერებს შეიცავს.