შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით 17 ივნისს საგანმანათლებლო პროექტი – „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი”დაიწყო.
“პირველ ეტაპზე, პროექტის პარტნიორმა და თანაპარტნიორმა ორგანიზაციებმა უკვე მოახდინეს ტრენერთა ნომინირება. ორი კვირის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება. სამომავლოდ კი, საქართველოს მასშტაბით, გადამზადებული ტრენერები მიკრო და მცირე მეწარმეებს მოდულებში: „შეიმუშავე შენი იდეა“ და „დაიწყე შენი ბიზნესი“ გადაამზადებენ” – წერს “აწარმოე საქართველოში”