საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG Startup Factory აცხადებს პროგრამას “ინოვაციური ზაფხული”.
“თუ ხარ კრეატიული, ენერგიული, შრომის მოყვარე და გიყვარს გართობა მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის შექმნილი და ის შენს შემდგომ პირად განვითარებაში დაგეხმარება.
პროგრამის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვედ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა.
ტრენინგის განმავლობაში გექნება შანსი:
- განავითარო უნარ-ჩვევები;
- გაიცნო საინტერესო ადამიანები;
- განიტვირთო ცხელ ზაფხულში საინტერესო ადამიანებთან ერთად;
- მოისმინო საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით და მიიღო მნიშვნელოვანი რჩევები.” – ვკითხულობთ პროგრამის აღწერაში.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 9 ივლისია, პროგრამაში მონაწილეობა კი არის სრულიად უფასო, თუმცა ტრეინინგისთვის საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG Startup Factory 20 საუკეთესო აპლიკანტს აარჩევს.