Xiaomi Mi9 გამოვიდა ამ წლის დასაწყისში. ნახევარ წელზე მეტი გავიდა და სმარტფონი ჯერ კიდევ აგრძელებს მომხმარელებლთა გაოცებას. განახლებულ ბენჩმარკ AnTuTu-ზე სმარტფონმა 40%-ით უკეთესი შედეგი აჩვნება იმასთან შედარებით რასაც მომხმარებლები ადრე იღებდნენ. ამასთანავე, მოწყობილობა ახალახან გამოსულ Black Shark 2 Pro-ზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
აქამდე, Xiaomi Mi9 აგროვებდა დაახლოებით 370 000 ქულას AnTuTu-ზე. დეველოპერებმა ოპერაციული სისტემა განაახლეს 8.0.1 ვერსიამდე. რის შემდეგაც მოწყობილობა 505 000-ზე მეტ ქულას იღებს.
არ არის ცნობილი რა ცვლილებები შეიტანეს ოპერაციულ სისტემაში. Mi9 უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე Black Shark 2 Pro, რომელსაც აქვს პროცესორი Snapdragon 855 Plus და 1 გბ ოპერატიული მეხსიერება. სმარტფონი AnTuTu-ზე 456 751 ქულას იღებს.
არ გამოირიცხება, რომ ბენჩმარკ AnTuTu-ს ახალ ვერსიაში გარკვეული შეცდოიმაა დაშვებული. ისღა დაგვრჩენია, დეველოპერთა კომენტარებს დაველოდოთ.