Galaxy Note 10-ის ოფიციალურ რელიზამდე რამდენიმე სააათით არე კომპანია Samsung-მა წარმოადგინა პროცესორი, რომელიც ახალ ფლაგმანურ მოწყობილობას ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია მწარმოებლის საიტზეა გამოქვეყნებული.
ჩიპსეტი Exynos 9820-ის განახლებული ვარიანტია, რომელიც წლის დასაწყისში Galaxy Note 10-ზე იქნა გმოყენებული. პროცესორმა გაუმჯობესებული ენერგომოხმარება და წარმადობა მიიღო რაც 7 ნანომეტრიანი EUV ტექნოლოგიური პროცესის შედეგია.
დანარჩენი მახასატებლები წიამორბედის ანალოგიურია. მას ორი Mongoose, ორი Cortex-A75 და ოთხი Cortex-A55 ბირთვი აქვს. გრაფიკას Mali-G76 MP12 ჩიპი უზრუნველყოფს. ჩიპსეტში ასევე არის ნეირონული პროცესორი, რომელიც მანქანური დასწავლის პროცესებს აჩქარებს, 4G LTE მოდემი 2 გბ/წმ სიჩქარით, LPDDR4X, UFS 3.0-ის მხარდაჭერა.