ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ფოტოები ახალი სმარტფონის Redmi 8-ის. ინფრომაციის წყაროა აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისია, სადაც მოწყობილობამ გაიარა სერთიფიცირება. შესაბამისად, წყარო საიმედოა.
ფოტოებზე გამოსახულია სმარტფონი Redmi მოდელური ნომრით M1908C3JG. სააგენტოში ასევე დარეგისტრირებულია ვერსია M1908C3JH. წინა მხარეს შესამჩნევია, წინა კამერასთან ეკრანის ჩაჭრა. ასევე, ვხედავთ ქვედა ნაწილში პატარა ჩარჩოს წარწერით Redmi. უკანა მხარეს გვაქვს ფერების გარდამავალი შეხამება. პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი და კამერა ოთხი სენსორით.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სმარტფონის კოპუსის შეფარდებაა 158,29 х 75,3 მმ, ეკრანის დიაგონალი 6,1 დიუმს შეადგენს. დარეგისტრირებულია ორი ვერსია: 3 + 32 გბ და 4 + 64 გბ.