21 აგვისტოს აჭარაბეთის არაორდინალური პროექტი “არიქა” ერთ თვიანი კამპანიის შემდეგ დასრულდა.
“ამ პროექტის შედეგად ცხადი გახდა, რომ თამაში ყველაფრით შეიძლება. ერთი შეხედვით, შესაძლოა, კუების შეჯიბრი ან საზამთროში კურკების დათვლა მოსაწყენი იყოს, თუმცა საკმარისია პროგნოზი გააკეთო და ნებისმიერი რამ საინტერესო ხდება. ამის გამო, ერთ-ერთ ლაივში, ადამიანებმა ნახევრი საათი უყურეს იმას, თუ როგორ ცივდებოდა ჩაი ჭიქაში”, — აცხადებენ აჭარაბეთის კრეატიულ გუნდში.
პროექტის ფარგლებში აჭარაბეთმა ფეისბუქზე 15 სახალისო ლაივი მოაწყო.