როგორც ყოველთვის გზა ყოველთვის ურემის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება და გამონაკლისი არც Galaxy Note 7 ყოფილა. Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, Samsung-ის მობილური დანაყოფის ხელმძღვანელმა დიჯეი კოჰმა (DJ Koh) ჩათვალა, რომ უკვე საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები იყო (გარეშე მომწოდებლის მიერ აკუმლატორებში დაშვებული შეცდომა) სნარტფონის გამოსაწვევად. ის ფიქრობდა, რომ ჯობდა “სწორად მოქცეულიყვნენ” და დაიწყეს გამოწვევა. როგორც ინსაიდერები ამბობენ, რომ გამოწყვევა დაიწყო მაშინ, როცა საკმარისი დამატკიცებელი საბუთებიც კი არ იყო. კომპანიას არ უნდა რამე გაურკვეველი დარჩეს მომხმარებლისთვის და ცდილობს გაარკვიოს თუ რა მოხდა სინამდვილეში. სიტუაციის სერიოზულობის შეფასების პროცესში ზოგიერთი თანამშრომელი ეჭვობდა, რომ ცეცხლი გაყალბებული იყო. რა თქმა უნდა კოჰი არ იყო მარტო გადაწყეტილების მიღებისას და მას კომპანიის ვიცე პრეზიდენტი ლი ჯაეიანგი (Lee Jae-yong) ეთანხმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლებზე ზრუნვის გამომხატველი ქმედების გაკეთება.
კომპანიამ ჯერ კიდევ არ იცის თუ რამ გამოიწვია Note 7-ის აალება, მიუხედავ იმისა ორივე კოჰმა და ლიმ აიღეს პასუხისმგებლობა ტელეფონის საერთოდ გაუქმებაზე Verizon-ისა და სხვა ოპერატორების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ. რა თქმა უნდა გაჟღერდა თეორია, რომ აკუმლატორისთვის გამოყოფილი ადგილი საკმარისი არ იყო მუხტის იმ მოცულობისთვის რაც Note 7-ის აკუმლატორს ქონდა.
გამოწვევის შედეგებმა არა მხოლოდ Samsung-ის რეპუტაციას დაარტყა, არამედ ამით Galaxy S8-ზე მუშაობაც შენელდა დაახლოებით ორი კვირით, მანამ სანამ Note 7-ის პრობლემაზე იყო გადართული ინჟინრების ჯგუფი. ეს რა თქმა უნდა დიდი დრო არ არის, მაგრამ ამით შესაძლოა S8-ის გამოსვლის თარიღი გადაიწიოს. როგორც ცნობილია ახალი Galaxy S წარმოდგებილი იქნება Mobile World Congress-ზე თებერვალში და გაყიდვები უკვე მარტის დასაწყისიდან არის დაგეგმილი.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ამბობს, რომ “ისინი ეძებენ მთავარ პრობლემას” და Note 7-ის გამოწვევის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კომპანიის მთავარი ფოკუსი ახლა Galaxu S8-ზე არის გადართული და მიუხედავად იმისა, რომ Note 7-მა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას ისინი მაინც ეცდებიან კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ საუკეთესო მონაცემების, ხარისხის სმარტფონებს ამაზადებენ უსაფრთხოების კომპრომისების გარეშე.