სექტემბრის დასაწყისში Google-მა წარმოადგინა Android 10-ის ფინალური ვერსია წარმოადგინა. რა თქმა უნდა პირველებმა განახლება Pixel სერიის სმარტფონებმა მიიღეს. ახლა უკვე დროა სხვა მწარმოებლებმა მათ შორის Samsung-მა დაიწყოს ბეტა-ტესტირების პროცესი. გამოჩნდა ინფორმაცია მოწყობილობების პირველი ტალღის შესახებ, რომლებიც მიიღებენ Android 10-ს.
SamMobile-ის ინფორმაციით ბეტა ვერსიებს Galaxy S10 და Galaxy Note 10 სერიები მიიღებენ და ამას ოქტომბრის პირველი კვირიდან უნდა ვლოდოთ. თუ ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ სამხრეთკორეული გიგანტი გასული წლის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს. 2018 წელს Galaxy S9 სერიებში Android 9-მდე განახლებ ნოემბრის ბოლოსკენ დაიწყო, ხოლო Note 9-ში კიდევ უფრო გვიან – დეკემბრის შუარიცხვებამდე გაჭიანურდა პროცესი.
Samsung-ის მოწყობილობების პირველი ტალღა, რომლებიც მიიღებენ Android 10-ს შემდეგნაირად გამოიყურება:
- Galaxy S10
- Galaxy S10 Plus
- Galaxy Note 10
- Galaxy Note 10 Plus
ახალ ანდროიდთან ერთად კომპანია გაუშვებს ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი One UI 2.0-ის ტესტირებას. განახლებაში გათვალისიწნებული იქნება ახალი ჟესტები და რედიზაინი, ემოჯისა და კლავიატურის განახლებები, ასევე ახალი პუნქტი მენიუში სადაც კონფიდენციალურობის პარამეტრები იქნება.