თიბისი ბანკის ტრადიციული მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება უკვე მეოთხედ, განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით იწყება. 5 ნომინაცია, რომელშიც თემატური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს, შემდეგია: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვა, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, საუკეთესო ინოვაციები, საუკეთესო სტარტაპის შექმნა.
ბიზნესდაჯილდოების მიზანს ქვეყანაში ბიზნესსოციუმის შექმნა, მისი განვითარების მხარდაჭერა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.